ჰურგადა

ჰურგადა – ეს არის საზღვაო კურორტი წითელი ზღვის სანაპიროზე, ძალიან ზომიერი კლიმატი რომელიც მთელი წლის განმავლობაში ნარჩუნდება კურორტზე ქმნის იდეალურ პირობებს საზღვაო სპორტის განვითარებისათვის, რომელთა ჩამონათვალი თანდათან უფრო იზრდება. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ვინდერფინგით, ნაოსნობით, თევზჭერით, ან უბრალოდ სანაპიროზე მზის აბაზანების მიღება გსურთ, ჰურგადა შესანიშნავი ადგილია, რომელიც დამსვენებელს მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობას აძლევს. ტურიზმს მნიშვნელობავი ადგილი აქვს კურორტის განვითარებაში, ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება, რომლებიც ბოლო პერიოდში სანაპიროზე დასვენებასთან ერთად სტუმრობენ ნილოსის ხეობას, ქალაქ ლუქსორს, და ა.შ. 

ასევე აღსანიშნავია ჰურგადას წყალქვეშა სამყარო თავისი რიფებით და შესანიშნავი კუნძულებით, ისევე როგორც კურორტი თავისი შესანიშნავი ამინდის პირობებში გახდა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი დაივინგის და რუჯის მოყვარული ვიზიტორებისთვის.

ჰურგადაში მთელი წლის განმავლობაში სასიამოვნო კლიმატი ნარჩუნდება. ზაფხული ძალიან ცხელი და მშრალია, ხოლო ზამთარი ზომიერად გრილი მაგრამ საკმარისად თბილი ზღვაში საბანაოდ და სანაპიროზე რელაქსაციისთვის. სწორედ ამიტომაა უამრავი ვიზიტორი წითელი ზღვის რივიერაზე  მთელი წლის განმავლობაში.

წყლის ტემპერატურა კი იშვიათად თუ ეცემა 20 C – ის დაბლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცურვა და წლის აბაზანების მიღება აქ მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, თქვენ შეგიძლიათ ცივ და მკაცრ ზამთარს გაექცეთ და ისიამოვნოთ კურორტის შესანიშვავი კლიმატით. ზაფხულის ტემპერატურა ხანდახან 40 C – ს აღწევს, თუმცა ვიზიტორების უმეტესობა თვლის რომ შემოდგომა-გაზაფხული შესანიშნავი პერიოდია ჰურგადაში სამოგზაუროდ. 

აპრილიდან ივნისამდე და ასევე სექტემბრიდან ნოემბრამდე პერიოდები ითვლება საუკეთესოდ ვიზიტისთვის, როცა კლიმატი თბილი და ძალიან კომპორტულია დამსვენებლებისთვის.

ურგადას ყველაზე პოპულარული სავაჭრო ცენტრებია:  1. Senzo Mall:  Senzo Mall-ში, შეგიძლიათ უბრალოდ გაისეირნოთ და დაათვალიეროთ აქ არსებული უამრავი ბრენდული მაღაზია და იშოპინგოთ სურვილისამებრ. აქ თქვენ შეხვდებით  სხვადასხვა დიდი და პატარა ტანსაცმლის მაღაზიებს და საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა Aldo, Adidas, Geox და Tommy Hilfiger და სხვ. 2. Hurghada Marina:  ძალიან დახვეწილი ადგილი სანაპირო ზოლზე, სადაც განლაგებულია მაღაზიები და რესტორნები. ასევე იდეალური ადგილია საღამოს გასასეირნებლად. 3. Sekalla – შერატონის გზაზე: აქ არსებობს უამრავი არჩევანი სხვადასხვა დიდი და პატარა ზომის მაღაზიებისა და  სავაჭრო ცენტრებისა. 4. Downtown: ჰურგადას ძველი ქალაქი “Dahar” სავსეა მაღაზიებით სთავაზობს ადგილობრივ ხალხურ რეწვის ნიმუშებს, მაისურებს, ადგილობრივ სანელებლებს და სხვა სუვენირებს. შეიძლება იქთვას რომ, ეს არის ჰურგადას  უძველესი სავაჭრო რაიონის ტურისტებისთვის.

ჰურგადას კლუბებსა და ბარებში ტურისტებს დიდი სტუმართმოყვარეობით ხვდებიან. აქ არსებული სასტუმროების უმეტესობას აქვს ღამის კლუბი და საღამოს გასართობი შოუ-პროგრამები, რომლებიც დაგეგმილია და მუდმივი სახე აქვს, ეს ტურისტებს აძლევს შესაძლებლობას არ დატოვონ სასტუმროს ტერიტორია და სასტუმროშივე გაატარონ დაუვიწყარი საღამოები.

ზოგიერთი სასტუმრო განსხვავებულ და ნაკლებად ახალგაზრდულ აქტივობებს სთავაზობს დამსვენებელს, მაგალითად: შოუ პროგრამებს ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით, ადგილობრივ ცეკვებს, ასევე სხვადასხვა სახის შემეცნებით შოუებს ქვეყნის და ადგილობრივიკულტურის შესახებ და ა.შ.  ასევე ტურისტებს შეუძლიათ ადგილობრივ ბედუინებს გაეცნონ და მათთან ერთად ივახშმონ, რაც ძალიან იზიდავს ეგზოტიკის მოყვარულ ვიზიტორებს. ჰურგადას უამრავი კლუბი და ბარი საღამოობით მთლიანად შევსებულია ტურისტებით. ყველაზე პოპულარულ კლუბებს შორისაა: Hard Rock Cafe, Little Budha, Calypso Disco და ასე შემდეგ.  

ყველასათვის ცნობილია რომ ეგვიპტე გამორჩეულია არა მხოლოდ უძველესი მონუმენტებით და კულტურით, არამედ იგი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი სამზარეულოთიც. ეგვიპტური სამზარეულო ეს არის სხვადასხვა ცივილიზაციების მიქსი და გავლენა, რომელიც საუკუნეების მანძილზე იდგამდა ფესვებს ეგვიპტურ სამყაროში. რაც ვიზიტორებს აძლევს შესაძლებლობას დააგემოვნონ სხვადასხვა კლუტურების გავლენით შექმნილი კერძები. მაგალითისთვის შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ყველაზე პოლულარული და გემრიელი ეგვიპტური კერძი:

Kushari (კუშარი) – შეიძლება ითქვას ეგვიპტის ეროვნული კერძია, რომელიც შეიცავს მაკარონს, ტომატის სოუსით, რომლის მთავარი შემადგენელი კომპონენტებია მუხუდო, კარამელიზირებული ხახვი, ოსპი, ბრინჯი, ნიორი. კერძი საოცარი არომატით გამოირჩევა და ტურისტების საყვარელი საკვებია. Ful Medames – კერძი ბარდის მარცვლებისაგან მზადდება, რომელსაც მეტი არომატისთვის უმატებენ ლიმონის წვენს, ნიორს, ოხრახუშს, წიწაკას.

Kunafah (კუნაფა) – ეს არის ყველაზე პოპულარული ეგვიპტური ტკბილეული, რომელიც მზადდება ძალიან წვრილი ტკბილი ცომისაგან, აქვს ძალიან დამახასიათებელი ვიზუალი და იშვიათი გემო.

Gibna Domiati – ყველის  თეთრი რბილი სახეობა რომელიც ქალაქ დამიეტაში (Damietta) მზადდება, ჩრდილოეთი ეტვიპტე.   სტანდარტულად ყველი კამეჩის რძისაგან მზადდება, თუმცა მას ძროხის რძესაც ურევენ, რაც განსაკუთრებულ გემოს აძლევს მას. ეს არის ყველის სახეობა რომელიც ყველაზე ხშირად შეგხვდებათ ეგვიპტეში მოგზაურობის დროს. 

საქართველოს მოქალაქეებისთვის:

  • ეგვიპტე – უვიზო. ეგვიპტის ტურისტული ვიზები გაიცემა აეროპორტში ჩასვლის;
  • ტურისტული ვიზის საფასური: ერთჯერადი: $ 25 ; (მიიღება: აშშ დოლარი და ევრო);
  • უცხოელი, რომელიც მიემგზავრება ეგვიპტეში უნდა უნდა ფლობდეს სამოგზაურო დოკუმენტს (პასპორტს) რომელიც მოქმედია მინიმუმ 6 თვე ვადის ამოწურვამდე;

როგორ მიიღება ტურისტული ვიზა აეროპორტში:

ეგვიპტის ვიზა მოიცავს მხოლოდ ბეჭედს, რომელიც თავსდება ვიზიტორის სამოგზაურო დოკუმენტის (პასპორტის) ნებისმიერ თავისუფალ გვერდზე. ტურისტული ვიზის მიღების პროცედურებს მგზავრი გადის საპასპორტო კონტროლის ტერმინალამდე. სავიზო პროცედურა მარტივი და ხანმოკლეა.

Movie Gate 4*

სასტუმროს გააჩნია კერძო ქვიშის პლიაჟი, დასასვენებელი კომპლექსი მდებარეობს წითელი ზღვის სანაპიროზე...

READ MORE

Beirut Hotel Hurghada 3*

სასტუმრო მდებარეობს წითელი ზღვის სანაპიროს კერძო პლიაჟზე, აქვს კონფორტული ტერასიანი და აივნიანი ნომრები...

READ MORE

WORLD GATE TRAVEL ltd.

  •  79, Chubinashvili str. 0112, Tbilisi, Georgia

  •  +995 322 99 64 62 / Mob: +995595 64 69 59

  •  info@wgtravels.com / worldgatetravel@yahoo.com

         

CONTACT US

Copyright © · 2016 · World Gate Travel · All Rights Reserved